ახალგაზრდობაში ბერნარდ შოუ თეატრალურ და მუსიკალურ რეცენზიებს წერდა ლონდონის ერთი გაზეთისათვის.
რედაქციის მიერ ექიმთა საზოგადოების გუნდის კონცერტზე მივლინებულმა ერთხელ შემდეგი მოკლე რეცენზია დაწერა:
„გუშინ მღეროდნენ ლონდონელი ექიმები. მათი სიმღერის მოსმენა, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ მაინც უკეთესი იქნებოდა მოვაგონოთ მათ ის დუმილის პირობა, რომელიც სამედიცინო დიპლომის მიღების დროს დასდეს“.