გერმანია მზად არის, რუსეთს დიმპლომატიური სანქციები დაუწესოს, თუ ალექსი ნავალნის მოწმვლა დადასტურდება, _ ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს
როგორც გამოცემა წერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ თუ ნავალნის მოწამვლა დადასტურდება, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სახელმწიფო ინსტიტუტები იყო ჩართული.
,,გვჭირდება მეტი სიცხადე, რადგან აქედან ძალიან ძნელია იმის დადგენა, თუ ვინ იდგა მოწამვლის უკან. ეს საკითხი ზემოქმედებას ახდენს არა მხოლოდ გერმანიასა და რუსეთს, არამედ ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობაში. იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ინტერესებშიც არის სიმართლის დადგენა“, – განაცხადა ჰაიკო მაასმა
მან ასევე, აღნიშნა, რომ გერმანია ნავალნის შემთხვევაში ზუსტად ისე იმოქმედებს, როგორც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შემთხვევაში მოიქცა.
როგორც ცნობილია, რუსი ოპოზიციონერი ალექსი ნავალნი სავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში 20 აგვისტოს მოათავსეს. როგორც ნავალნის ოჯახმა განაცხადა, ის ცუდად ჩაის დალევის შემდეგ გახდა.
ნავალნი სამკურნალოდ გერმანიაში 22 აგვისტოს გადაიყვანეს.