პანდემიის ეპიცენტრს ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატები და ლათინური ამერიკა წარმოადგენს.
ოთხშაბათის მონაცემებით, გლობალურად, კორონავირუსით 18. 54 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. 11 მილიონი გამოჯანმრთელებული, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 700 000-ს აღემატება.
Reuters-ის გათვლებით, ბოლო ორი კვირის მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალოდ, 5,900 ადამიანი იღუპება ყოველ 24 საათში COVID-19– ით, რაც ნიშნავს რომ კორონავირუსი ყოველ 15 წამში ერთი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება.
გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრაზილიაში, ინდოეთში და მექსიკაში.