ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპტთან საუბარში დონეცკის ოლქის არაოკუპირებული ნაწილების გადაცემის თაობაზე პუტინის მოთხოვნა უარყო. სანაცვლოდ, პუტინი სხვა ოლქებში ფრონტის ხაზის გაყინვას ჰპირდებოდა.
“ზელენსკიმ უარყო ეს მოთხოვნა, იუწყებიან წყაროები,” – ნათქვამია გამოცემის მასალაში.
Reuters-ის წყაროები ასევე ადასტურებენ, რომ ევროპელი ლიდერები მიიწვიეს ტრამპსა და ზელენსკის შორის მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად.
ინფორმაციისთვის, რუსეთი უკვე აკონტროლებს უკრაინის მეხუთედს, მათ შორის დონეცკის პროვინციის დაახლოებით სამ მეოთხედს, რომელშიც პირველად 2014 წელს შევიდა.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის პუტინს დაეთანხმა, რომ სამშვიდობო შეთანხმება უნდა მიღწეულიყო წინასწარი ცეცხლის შეწყვეტის გარეშე, რასაც უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები, აქამდე აშშ-ის მხარდაჭერით, ითხოვდნენ.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის ორშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შეხვდება, ხოლო კიევის ევროპელმა მოკავშირეები მიესალმნენ ტრამპის ძალისხმევას, მაგრამ პირობა დადეს, რომ მხარს დაუჭერენ უკრაინას და გაამკაცრებენ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.





























































