“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
“რეჟიმის პარანოია გრძელდება.
სიამოვნებით ჩავიბარებ უწყებას და პირადად, დეტალურადაც მოგიყვებით როგორ დასრულდება ივანიშილის რეჟიმი – მაგას რომ ხედავდე, ნოსტრადამუსობა ნამდვილად არაა საჭირო.
პ.ს. ამ ბატონს წარმოებაში სახელმწიფო გადატრიალების საქმე აქვს”, _ წერს მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე და სუს-ის გამომძიებლის, ირაკლი ყაფლანაშვილის მიერ გაგზავნილი მოკლეტექსტურ შეტყობინებას ავრცელებს.