რეზინის ნავი, რომლითაც 53 ადამიანი მგზავრობდა და საფრანგეთიდან ინგლისის მიმართულებით არხის გადაკვეთას ცდილობდა, ნაპირთან დაშორებისთანავე მალე ჩაიძირა.
BBC-ის ინფორმაციით, მომხდარს 8 მიგრანტი ემსხვერპლა, დანარჩენების გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს.
Amnesty International UK-მ განაცხადა, რომ ბოლო ინციდენტი იყო “კიდევ ერთი შემზარავი ტრაგედია”.