გუშინ ჟურნალისტი, მერაბ ცაავა რუსთაველის პროსპექტზე გამართულ აქციაზე დაშავდა.
“ხალხისგან მოშორებით ვიდექი, კადრები გადავიღე და გადავაგზავნე რედაქციაში, რა დროსაც რეზინის ტყვია მომხვდა. რეზინის ტყვია ჯერ ხელზე მომხვდა, მერე ტელეფონმა აისხლიტა და გულმკერდის არეში მომხვდა.
მაგ დროს მედიის წარმომადგენლებს გამიზნულად ესროდნენ. ჩემთან ერთად, კიდევ ერთი ჟურნალისტი იყო, ისიც დაშავდა, ორივენი მოშორებით ვიდექით და ისე ვიღებდით.
მერე აქციის მონაწილემ გაგვიყვანა და სასწრაფომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაგვიყვანა. გამისუფთავეს, ნაკერები დამადეს, მითხრეს, რომ ჭრილობა შეიძლება დაჩირქდეს და ამიტომ და ისევ დამიბარეს, _ ამბობს ცაავა.
მისივე თქმით, მან საავადმყოფო დღეს, შუადღისას დატოვა და ამ წუთებში ის სახლში გადის მკურნალობას.