ცნობილი ბარბადოსელი მომღერალი რიანა ფეხბურთის თავგადაკლული ქომაგია. მას ფეხბურთთან იმდენი რამ აკავშირებს, ალბათ შეუძლებელიც კი იქნებოდა მისი ცხოვრება და ბედი სპორტის ამ პოპულარულ სახეობას რომ არ უკავშირდებოდეს.
რიანა თავის დროზე ჯერ კარიმ ბენზემას, შემდეგ კი კევინ ტრაპს ხვდებოდ. რიანა ასევე დიდი და გულითადი მეგობარია არგენტინელი პაოლო დიბალასი.
მიუხედავად ყველაფრისა, ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რიანა გერმანიის საფეხბურთო ნაკრების თავგადაკლული ქომაგია და მსოფლიოს ჩემპიონატებზეც ამ გუნდს ერთგულად ქომაგობს. გერმანელთა შეხვედრებსაც ხშირად ესწრება.