რამდენიმე დღის წინ რიანამ, თავისი ხუთი თაყვანისმცემელი, მშობლიურ მხარეში, ბარბადოსზე ჩაიყვანა.
29 წლის მომღერალმა, თავის ფანებს ფრენის და პრესტიჟულ სასტუმროში ცხოვრების ფული გადაუხადა. მისი თქმით, ეს იმ ფულის კომპენსაციაა, რომელსაც თაყვანისმცემლები მომღერლის მსოფლიოს გარშემო “დევნაში” ხარჯავენ.
რიანამ, ბარბადოსზე ჩასულ ფანებთან ერთად ჩაიც დალია. ერთ-ერთი თაყვანისმცემლის თქმით, ამ საქციელით მომღერალმა გულისხმიერება გამოიჩინა, რადგან ფანებისთვის თავის კუმირთან ერთად, ბარბადოსზე ჩაის დალევა ნამდვილად ბევრს ნიშნავს.