რიანას საცხოვრებელ სახლში შეჭრისთვის პოლიციამ 1 პირი დააკავა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 27 წლის ედუარდო ლეონს საცხოვრებელი სახლის ძარცვაში, ვანდალიზმსა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ადანაშაულებენ.
როგორც ცნობილია, რიანა შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ღობეს გადაახტა, სახლში შევიდა და სავარაუდოდ 12 საათი გაატარა, რის შემდეგაც, ის მომღერლის ასისტენტმა აღმოაჩინა.