“გურია ნიუსს“ რამდენიმე ამომრჩეველი, ანონიმურობის გარანტიით, დაუკავშირდა და მოგვწოდა ინფორმაცია, რომ ჩოხატაურის #62 ოლქის ბუკისციხის #2 უბანთან, “ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ხმის სანაცვლოდ, ამომრჩეველს 50 ლარს ღიად პირდება.
ჩვენ ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დავუკავშირდით, რომ შესაძლო დარღვევის პრევენცია და ამომრჩევლის ნებაზე სავარაუდო გავლენის აღკვეთის პრევენციული ზომები გაატაროს.
“არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. უამრავი დამკვირვებელია და თუ ვინმემ რამე დააფიქსირა, დაწერს საჩივარს და მერე ვიმსჯელებთ ჩვენ. ჯერ მსგავსი ინფორმაცია არ შემოსლა”,_ ამბობს თემურ კუტუბიძე.
_მსგავს შემთხვევაში კანონი რას ითვალისწინებს?
_ არის ზომები რასაც ვატარებთ, მაგრამ ამ ყველაფერს დაზუსტება და დამტკიცება უნდა.