საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი.
ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით.