ხვალ რიკოთის გვირაბში 12:00-დამ 17:00 საათამდე მოძრაონა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ–ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2018 წლის 5 დეკემბერს 12:00 სთ–დან 17:00 სთ–მდე, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე.
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით გახორციელდება“,_ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.