რიო დე ჟანეიროში +62 გრადუსზე მეტი სიცხე დაფიქსირდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივ მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ კვირას დედაქალაქში ტემპერატურა +62 გრადუს ცელსიუსს აღემატებოდა. ქალაქის ადმინისტრაციამ ექვს მილიონ მცხოვრებს მიმართა: „მოერიდეთ მზეზე დიდხანს ყოფნას. დალიეთ ბევრი წყალი.”
გარდა ამისა, მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, კვირას +62,3 ცელსიუს გრადუსი დაფიქსირდა დედაქალაქის დასავლეთით მდებარე გუარატიბას რაიონში, სადაც ძირითადად უზარმაზარი ნაგებობებია. ეს იყო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2014 წლის შემდეგ.