ამ წუთებში ქალაქ ოზურგეთში რიონის ხეობის დამცველები იმყოფებიან. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებიან.
შეხვედრა საინფორმაციო ხასიათს ატარებს და ის ე.წ. ჭადრების ბაღში უნდა გამართულიყო, მაგრამ უამინდოს გამო ოზურგეთის თეატრის გარე ფოეში ტარდება.
ფოტო: ვახუშტი მენაბდე