Covid-19-ის გამო რიო-დე-ჟანეროს კარნავალი, რომელიც თებერვალში უნდა ჩატარებულიყო, უვადოდ გადაიდო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
სამბას ლიგის პრეზიდენტის ხორხე კასტანეირას განცხადებით, სკოლებს არ ექნებათ დრო, მოსამზადებლად და ორგანიზებისთვის, თებერვლის ღონისძიებისთვის.
,,ჩვენ ვეძებთ ალტერნატიულ გამოსავალს. ჯერ არ ვართ დარწმუნებული, რომ კარნავალის ზუსტი თარიღის დათქმა შეგვიძლია“ ,- აცხადებს კასტანეირა.
როგორც გამოცემა წერს, რიოს კარნავალის ჩაშლამ ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე იქონიებს გავლენას, რომლებიც ამ ღონისძიებიდან იღებენ შემოსავალს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიაში, სან პაულოს კარნავალის აღლუმი უკვე რვა თვით 2021 წლის ოქტომბრამდე გადაიდო.
ტურიზმი ბრაზილიის მშპ-ის დაახლოებით 8%-ს შეადგენს.
რიო-დე-ჟანეიროს კარნავალი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელიც რიოს ქუჩებში იმართება და მასში ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი მონაწილეობს. პირველი ფესტივალი 1723 წლით თარიღდება.
ბოლო მონაცემებით, ბრაზილიაში ინფიცირების 32 817 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაცვალების კი, 831 შემთხვევა.