შოტლანდიის ფინანსთა მდივანი, დერეკ მაკკეი, თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მაკეკის მიერ პოსტის დატოვება 16 წლის ბიჭისთვის სოციალურ ქსელში გაგზავნილ შეტყობინებებს უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაკკეი ბიჭს საყვარელს ეძახდა და სხვადასხვა ღონისძიებაზე სტუმრად ეპატიჟებოდა.
მოზარდის დედა შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, თუ რა მოხდებოდა ბიჭს შეტყობინებაზე, რომ ეპასუხა.
„სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემს საქციელზე. სულელურად მოვიქეცი. ბოდიშს ვიხდი“,_ განაცხადა მაკკეიმ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თქმით, მაკკეის გადადგომა დიდი დარტყმაა სტურგეონისთვის.