მეტამ ბოდიში მოიხადა იმ ხარვეზისთვის, რის გამოც მეგობრობის ავტომატური თხოვნები იგზავნებოდა ნებისმიერ პროფილზე, რომელსაც მომხმარებლები ნახულობდნენ.
„ჩვენ გამოვასწორეთ შეცდომა, რომელიც დაკავშირებულია აპლიკაციის ბოლო განახლებასთან, რამაც გამოიწვია ფეისბუქის მეგობრობის მოთხოვნების შეცდომით გაგზავნა“,_ განუცხადა Meta-ს წარმომადგენელმა The Daily Beast Friday-ს.
”ჩვენ შევაჩერეთ ეს და ბოდიშს ვიხდით ნებისმიერი უხერხულობისთვის, რაც შეიძლება გამოეწვია”.
ფეისბუქის მრავალმა მომხმარებელმა პარასკევს ადრე გამოაცხადა სოციალურ მედიაში პრეტენზია კონფიდენციალურობის მასიური დარღვევის შესახებ, რომელსაც ზოგიერთმა უწოდა “დადევნის დასასრული”.