ნიუ-იორკში მდებარე გუგენჰაიმის მუზეუმმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ვან გოგის ნამუშევრის ნაცვლად იტალიელი ხელოვანის, მაურისიო კატელანის 100-კარატიანი ოქროს უნიტაზი შესთავაზა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ტრამპს მუზეუმიდან ვან გოგის პეიზაჟი თოვლით სურდა შეეძინა, თუმცა, მუზეუმმა ტრამპის სურვილის დაკმაყოფილება ვერ შეძლო, რადგან 1888 წელს დახატული ნახატი მუზეუმის კოლექციას ეკუთვნის.
როგორც ცნობილია, თეთრ სახლს მუზეუმისთვის პასუხი ჯერ არ გაუცია.