ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალებს სხვადასხვა კიბოსგან იცავს. აღნიშნულ ინფორმაციას THE INDEPENDENT უნივერსიტეტ აბერდინის ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, ქალები, რომლებიც ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს იყენებენ ნაწლავის, ენდომეტრიუმის ან საკვერცხის კიბოსგან უფრო დაცულები არიან, ვიდრე ქალები, რომლებიც მას არ იყენებენ.
როგორც ცნობილია,ჯანდაცვის მეცნიერებეთა უნივერსიტეტის დოქტორი, ლიზა ივერსენი 46 000 ქალს 44 წლის განმავლობაში აკვირდებოდა.
„იმის გამო, რომ კვლევა დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, შეგვიძლია მოვძებნოთ რაიმე ეფექტი, რაც ამ აბს უკავშირდება“,_ამბობს ივერსენი.
როგორც ცნობილია, კვლევის შედეგები უფრო ვრცლად მოგვიანებით გახდება ცნობილი.