პეტრე პირველი ერთდროულად რამდენიმე ფობიით იყო შეპყრობილი. ერთი მათგანია ეკოფობია, დიდი ნაგებობებისა და მაღალი ჭერის შიში. მის ერთ-ერთ შემორჩენილ საცხოვრებელში შემთხვევითი როდია, რომ ჩვეულებრივი სიმაღლის ჭერზე ეკიდა მეორე ჭერი, რომელიც ამცირებდა სიმაღლეს და ქმნიდა მყუდრო ზარდახშის ეფექტს.
ნაპოლეონ ბონაპარტეს ეშინოდა ცხენების (ჰიპოფობია), აგრეთვე თეთრი ფერის (ლეიკოფობია). სასაცილოა, რომ ზოგიერთი მხატვარი მას თეთრ ცხენზე ამხედრებულს ხატავს. მის თავლაში არასოდეს ყოფილა თეთრი ცხენი.
მწერალ ნიკოლოზ გოგოლს აწამებდა ცოცხლად დამარხვის შიში.
მილიონერი ჰოვარდ ჰიუზი შეპყრობილი იყო პატოფობიით _ ავად გახდომის შიშით. ის საათში ერთხელ იზომავდა ტემპერატურას და წნევას, უამრავ წამალს ყლაპავდა.