ვერძი _ ერიდეთ შენობებთან მიახლოებას და დიდხანს დგომას ერთ ადგილას. შესაძლოა ჩამოვარდეს მძიმე ნივთი, საშენი მასალა, ბანერი და ა.შ. ხშირად აიხედეთ მაღლა და დარწმუნდით, რომ თქვენს თავზემოთ საეჭვო არაფერი ხდება. გარდა ამისა, მოერიდეთ ხეებს.
კურო _ მოერიდეთ ლიფტს, გამოიყენეთ კიბეები, მაშინაც კი თუ მოძრაობა ძალიან გეზარებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გაიჭედოთ ლიფტში ან საერთოდ, ჩავარდეთ ლიფტთან ერთად.
ტყუპი _ მანქანა დინჯად ატარეთ, როგორც უნდა გეჩქარებოდეთ. იზრდება ავარიაში მოყოლის რისკი.
კირჩხიბი _ თუ ქუჩაში გარჩევას შეესწრებით, ნუ ჩაერევით, რადგან შესაძლოა თქვენთვის სავალალოდ დასრულდეს. შეამცირეთ კონტაქტი უცხო ცხოველებთან.
ლომი _ ნუ შეეხებით ელექტრო ენერგიას, შესაძლოა დენმა დაგარტყათ. ჩვეულებრივი ნათურის შეცვლისგანაც კი თავი შეიკავეთ.
ქალწული _ არავითარ შემთხვევაში არ ახვიდეთ შენობის სახურავზე, არ გადაიხედოთ ფანჯრიდან სხეულის დიდი ნაწილის გადაზნექით. შესაძლოა გადავარდეთ და მრავალი მოტეხილობით აღმოჩნდეთ საავადმყოფოში. უარეს შემთხვევაში, შემთხვევა ფატალურად დასრულდება.
სასწორი _ არავითარ შემთხვევაში არ შემოაჯდეთ მოტოციკლეტს. ერიდეთ ველოსიპედის ტარებასაც კი. ნუ გექნებათ ხშირი კონტაქტი ტექნიკასთან.
მორიელი _ მოერიდეთ გემით ან თვითფრინავით მოგზაურობას. არც ავტომობილის ან მატარებლის გამოყენებაა რეკომენდირებული შორი მანძილის დასაფარად. ქალაქის/სოფლის დატოვება გადადეთ სამომავლოდ.
მშვილდოსანი _ არ დაგრჩეთ ჩართული უთო, გამათბობელთან ახლოს ნუ ჩამოჰკიდებთ სამოსს ან პირსახოცს, გააკონტროლეთ ელექტროგაყვანილობა. მოკლედ, მაქსიმალურად მოერიდეთ ისეთი სიტუაციების შექმნას, რომელიც შესაძლოა ცეცხლის გაჩენით დასრულდეს.
თხის რქა _ ნუ გამოიყენებთ კიბეს მაღალი თაროდან რაიმეს ჩამოსაღებად ან, პირიქით, შესადებად. არსებობს კიბიდან ჩამოვარდის ალბათობაც. არ ისრიალოთ თხილამურებით, მოერიდეთ ციგურაობასაც, შესაძლოა ტვინის შერყევა მიიღოთ.
მერწყული _ შესაძლოა ჩამოინგრეს შენობა, რომელშიც იმყოფებით, ამიტომ ნუ ეწვევით საეჭვო ადგილებს.
თევზები _ გზაზე გადასვლისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, მაშინაც კი, თუ მწვანე ანთია და ე.წ. ზებრაზე დგახართ. გაიხსენეთ როგორ გარიგებდათ მშობელი ბავშვობაში… ჯერ 5-ჯერ გაიხედეთ მარჯვნივ, მერე მარცვხნივ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაჭერით გზა.