დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, აბიტურიენტებს პირბადის ტარება მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში მოუწევთ.
გარდა ამისა, გასული წლისგან განსხვავებით, წელს ორი სესია აქვთ: დილისა და შუადღის სესიები.
„გასული წლისგან განსხვავებით, წელს აბიტურიენტებს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში პირბადის ტარება მოუწევთ. გარდა ამისა, წელს გვაქვს ორი სესია: დილისა და შუადღის სესიები. დანარჩენი რეგულაციები იგივე რჩება. აბიტურიენტები თერმოსკრინინგს გაივლიან, დაიმუშავებენ ხელებს და დეზობარიერზე გაივლიან. ამის შემდეგ განთავსდებიან სექტორებში, სადაც არაუმეტეს 10 აბიტურიენტია განთავსებული. მერხები დისტანციითა განლაგებული და რა თქმა უნდა, თითოეული მერხის წინ ფარია დამონტაჟებული“, – განაცხადა გორგოძემ.