ელვასავით მოედო ჩოხატაურს მერაბ დოლიძის კურკა გარდაიცვალაო. დადუმდა ყველა, სამძიმრის სათქმელად ვერ ემეტებათ დოლიძეების ოჯახი. სოციალურ ქსელში გამოხატავენ საწუხარს და სატკივარს.
“კიდევ ერთი დამადუმებელი ამბავი ჩვენს პატარა ჩოხატაურში, კიდევ ერთი ტრაგედია, კიდევ ერთი დაკარგული და გამეტებული სიცოცხლე”…
“სულმან მისმან კეთილთა შინა განისვენოს”
ჩვენი კურკა…. ოქროსფერი თმებით”…
“ჩვენი თავნება კურკა, ჩვენი სიცოცხლის მოყვარული ბიჭი”…
რით ვანუგეშოთ, ბიჭო, შენი დედ-მამა”. _ წერენ სოციალურ ქსელში.
“გურია ნიუსის” რედაქცია მწუხარებით თანაუგრძნობს მერაბ, სესილი დოლიძეებს შვილის გარდაცვალების გამო.































































