ბრიტანელი ტოქსიკოლოგების დასკვნით ალექსანდრე მაკედონელი ექიმებმა ანტიკურ მედიცინაში პოპულარული ლობელის შხამათი უნებლიედ მოწამლეს.
მიუხედავად იმისა, რომ 32 წლის მხედართმთავარი ჩვენ წელთაღრიცხვამდე 323 წელს გარდაიცვალა, ისტორიულმა წყაროებმა მისი გარდაცვალების დეტალური აღწერა შემოგვინახეს.
ბრიტანელი ტოქსიკოლოგების დასკვნით ალექსანდრე ჭრილობებმა დაასუსტა და მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამავე დროს, ის ბევრს სვამდა და ნადიმებზე გონებას ხშირად კარგავდა.
ტოქსიკოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ლობელის შხამას კლინიკას ზუსტად ასახავს ისტორიულ წყაროებში აღწერილი სიმპტომები: ხანგრძლივი გულისრევა, კონვულსიები, კუნთების სისუსტე და შენელებული გულისცემა.
ლობელის შხამას ნაყებს თაფლთან ერთად ანტიკური საბერძნეთის ექიმები პაციენტებს ბოროტი სულის განდევნისათვის უნიშნავდნენ. ძველი საბერძნეთის მედიკოსები ამ მცენარეს, ასევე, იყენებდნენ გულისრევის გამოსაწვევად.
ავტორი