თურქეთში საგანგებო მდგომარეობა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ყველაფერი არ მოგვარდება. აღნიშნული განცხადება REUTERS-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გააკეთა.
როგორც ცნობილია, თურქეთში საგანგებო მდგომარეობა 15 ივლისს, წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შედეგად გამოცხადდა.
მაუწყებლის ინფორმაციით, 16 აპრილს თურქებმა ხმა უნდა მისცენ კონსტიტუციურ რეფორმას, რის შედეგადაც, გაირკვევა, გაიზრდება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება.