იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებით, როდესაც ექიმების მიერ იქნება დასკვნა, რომ მიხეილ სააკაშვილი განკურნებულია, მას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დააბრუნებენ.
“ჩვენ ვხელმძღვანელობთ ადამიანის უფლებების მხოლოდ და მხოლოდ უმაღლესი სტანდარტებით, თუკი ადამიანს ესაჭიროება სამედიცინო დახმარება, ის ამ დახმარებას იღებს კერძო კლინიკაში, “ვივა მედში” და როდესაც იქნება ექიმების შესაბამისი დასკვნა, რომ შესაძლებელია უკვე ამ ადამიანის გადაყვანა და ის არის სრულიად განკურნებული, ბუნებრივია მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება”,_ განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებასთან დაკავშირებით, დასმული კითხვის პასუხად.