პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი 15 ივნისიდან აღდგება, ხოლო ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტების მიღებას შეძლებს.
პრემიერმა აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორები მოეწყობა.
„გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ – აღნიშნა გახარიამ.