გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, 2026 წლის 1 ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათის მიწოდება.
გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია, რაც შეადგენს დაახლოებით 3.9 – 5.9 ათას ტონას.
პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად იღებს ზომებს პლასტმასით დაბინძურების შემცირების მიზნით.

































































