15-16 აგვისტოს, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს და მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით, _ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დღეებში, როგორც დასავლეთ, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოში ნავარაუდევია +29-34 გრადუსი სითბო. 15 აგვისტოს თბილისში +34 გრადუსს პროგნოზირებენ, ხოლო 16 აგვისტოს +32 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 13-14 აგვისტოს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით. 13-14 აგვისტოს თბილისში +36 გრადუსია მოსალოდნელი. ამავე დღეებში, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა +33-38 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი +32-37 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება სანაპირო რაიონებს, 13-14 აგვისტოს მოსალოდნელია +32-34 გრადუსი სითბო, ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელ-ჭექით.