ჩოხატაურის პირველ საბავშვო ბაღსა და მეორე ბაგა- ბაღში ინფიცირების დაფიქსირების გამო კარანტინია გამოცხადებული. ა(ა)იპ სსს ,,მომავალი“-ს ხელმძღვანელმა, ნინო ბარამიძემ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ აღნიშნული ბაღები მუშაობას 1-ლი ნოემბრიდან გაანახლებენ.
“ამ დროისთვის პანდემიის გამო დახურულია პირველი საბავშვო ბაღი და მეორე ბაგა- ბაღი. ინფიცირების ორი შემთხვევა დაფიქსირდა ისევ დახურულ ბაღში. აღნიშნულმა ბაღებმა უნდა გაანახლონ მუშაობა 1-ლი ნოემბრიდან. დანარჩენი 18 ბაღი მუშაობს ჩვეულებრივად. წერტილოვანი შეზღუდვები არსად არ არის”,_ ამბობს ბარამიძე.