ძლიერი წვიმა და ქარი დასავლეთ საქართველოში დღეს გვიან საღამოს საათებში შესუსტდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“გვიან ღამით ნალექი და ქარი შესუსტდება, მაგრამ ხვალაც რჩება. ხვალაც მოსალოდნელია დღის პირველ ნახევარში ქარი და წვიმა, ოღონდ ასეთი ძლიერი არა, როგორიც ახლა დასავლეთ საქართველოში და მათ შორის აჭარაში, სანაპირო რაიონებში ხდება. დღის მეორე ნახევრიდან ინტენსივობა თანდათანობით შესუსტდება, ქარი ჩადგება და 12 ივლისიდან გამოიდარებს. მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი