გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ დღეს და ხვალ გურიაში ისევ იწვიმებს. უახლოეს დრეებში დაიკლებს ჰაერის ტემპერატურაც. შედარებით გამოდარება კი 25 ივლისიდან არის მოსალოდნელი.
“დღეს და ხვალ უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი. დღეს, დღის ბოლოს შეიძლება ნალექის ინტენსივობამ მოიმატოს. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ღამის ტემპერატურა 22 ივლისს +19 გრადუსია მოსალოდნელი, მაგრამ მთიან და მაღალ მთიან რაიონებში 5 გრადუსით დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა.
23-24 ივლისს უმეტესად ღრუბლიანი ამინდი იქნება. დროგამოშვებით ხანმოკლე ხასიათის წვიმაა მოსალოდნელი. რაც შეეხება ჰაერის ტემპერატურას +18, +17 გრადუსი დაფიქსირდება ღამით, რაც შეეხება დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი.
მაღალ მთაში, ბახმაროს და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მაქსიმალური ტემპერატურა დღის საათებში +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება.
25 ივლისიდან შედარებით გამოიდარებს”,_ ამბობს გვაზავა.
ავტორი