გურიაში 28 მარტიდან გამოიდარებს. ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
დღეს კი აღმოსავლეთის მიმართულების ქარი იქროლებს, ხვალიდან კი ისევ ნალექია მოსალდნელი.
“გურიაში, 24 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, მთიან რაიონებში თოვლი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაიკლებს +7, +9 გრადუსამდე. 25-26 მარტს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. გამოიდარებს 28 მარტიდან. თვის ბოლომდე უნალექო, თბილი ამინდებია მოსალოდნელი და ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლოა 20-25 გრადუსსაც კი მიაღწიოს”,_ ამბობს გვაზავა.