გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელის, დოდო გვაზავას თქმით, საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. ამის შესახებ გვაზავამ “გურია ნიუსს” სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
“ამ საღამოს იქნება ცოტა სიგრილე. მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან უარყოფითი ტემპერატურა დაფიქსირდება. ხოლო ხვალ დღისით, დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში +20, +25 გრადუსს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +16, +21 გრადუსს ველოდებით. 21 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე დასავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელია +27 გრადუსიც დაფიქსირდეს, შესაბამისად, აღმოსავლეთ საქართველოში დაახლოებით 3 გრადუსით ნაკლები დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, დაახლოებით + 24 გრადუსი. დედაქალაქშიც ხვალიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი”,_ განაცხადა გვაზავამ.
ავტორი