მეტეოროლოგ კობა ფარტენაძის ინფორმაციით,უახლოეს დღეებში, ამინდს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, გრილი და ნოტიო ჰაერის მასების ინტენსიური გავრცელება განსაზღვრავს, ამიტომაც 5 მაისს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან შესაძლებელია ძლიერი ნალექი, ტემპერატურა ყველგან (დაბლობსა და ბარში) იქნება +18, +20 გრადუსის ფარგლებში.
5 მაისს – ზღვაზე მოსალოდნელია ღელვა 3 ბალი, ხილვადობა შეზღუდული.
რაც შეეხება 6 მაისს, ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ნალექის ინტენსივობა დაიკლებს და მხოლოდ მცირე წვიმა შენარჩუნდება, ასე, რომ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვან დღეს, დიდ ორშაბათს, როდესაც პატივი უნდა მივაგოთ მიცვალებულებს, ძლიერი წვიმის საშიშროება ნაკლებია.
7 მაისიდან, დაიწყება გამოდარება და 8 მაისს საქართველოში მზიანი ამინდი იქნება.