ჩოხატაურში, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 23 იანვრიდან განახლდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება ,,მომავალის“ ხელმძღვანელმა ნინო ბარამიძემ განუცხადა.
ბარამიძის თქმით, ყველა დაწესებულება მზადაა აღსაზრდელების მისაღებად.