გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძვანელმა დოდო გვაზავამ “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება.
“ხვალ შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში გაწვიმდება. მაღალ მთაში თოვლჭყაპია მოსალოდნელი, ზოგან თოვლი.
26-27 მარტს საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს. შენარჩუნდება თითქმის იგივე ტემპერატურა. 25 მარტს დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს +18 გრადუსამდე, მაგრამ შემდეგ კი კვლავ დაიწევს და საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +9, +18 გრადუსი სითბო, მაღალ მთაში კი +1, + 6.
იწვიმევს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონშიც. 26 -27 მარტს გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი, მათ შორის დედაქალაქში.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება, მაღალ მთაში კი +2, +7 გრადუსი, ღამი საათებში შესაძლებელია ურყოფითი ტემპერატურა.
28 მარტიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, ცალკეულ რაიონებში კი შეიძლება აღინიშნოს წვიმა”,_ ამბობს გვაზავა.