ჩოხატაურში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში 25 დეკემბერს განათდება. ამის შესახებ ინფორმაციას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“25 დეკემბერს,16:00 საათზე, ჩოხატაურში, ხელოვნების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საქართველოს მთავრობის ორგანიზებით, საახალწლო კონცერტი და ნაძვის ხის ანთების ცერემონია გაიმართება.
საახალწლო პროგრამა:
16:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
ადგილობრივი მეწარმეებისა და რეწვის ოსტატების ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა
16:00 – 18:00 – საბავშვო სივრცე: სანტას სახლი, ფოტო ზონა, ტკბილეულის დარიგება, გასართობი აქტივობები, ზღაპრის გმირები
16:30 – 17:00 – ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან და საჩუქრების დარიგება
17:00 – 18:00 – სხვადასხვა გასართობი საბავშვო თამაშები ელფებთან ერთად
18:00 – 19:30 – კონცერტი: ზაზა ნოზაძე, თემურ ყვითელაშვილი, ჯგუფი ფორტე, დუეტი ლეონი, იბერია, ნინუცა ბედიაშვილი, ჯგუფი რეზო და ბავშვები.
წამყვანი: თამუნა გომართელი.
19:00 – ნაძვის ხის ანთება
19:30 – საზეიმო ფოიერვერკი”,_ წერია ინფორმაციაში.
































































