ოზურგეთში საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონია ხვალ, 23 დეკემბერს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გასართობი ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე 14 საათიდან დაიწყება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 23 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, საახალწლო დღეები აღინიშნება.