მოძრაობა „თავისუფლებისთვის-ვეროპული საქართველოს“ წევრის ირაკლი კიკნაველიძის განცხადებით, „ევროპული საქართველო“ მერობის კანდიდატებს 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე დაასახელებს.
„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის. ჩვენი ქალაქების წინაშე დგას ძალიან დიდი პრობლემები, რომელთა გადაწყვცეტასაც სერიოზული ადამიანები სჭირდება. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ თბილისის მერობის კანდიდატს, რომელიც აუცილებლად გვეყოლება. ეს საკითხი გადაწყდება შიდადემოკრატიული წესით, რაც განუყოფელი ნაწილია ევროპული საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების. ევროპულ საქართველოს ბევრი ისეთი ლიდერი ჰყავს, რომელიც შეძლებს რომ იყოს თბილისის ღირსეული მერი. სხვა ქალაქის და მათშორის თბილისის მერობის კანდიდატს ჩვენ დავასახელებთ 27 მაისს, თბილისში გამართულ პარტიის ყრილობაზე,’’_ განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.