ახალი წლის დადგომამდე 2 კვირა რჩება, თუმცა ჯერ საახალწლო ნაძვის ხის დადგმისა და ანთების ზუსტი თარიღი უცნობია.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, საახალწლო ღონისძიებებისთვის განკუთვნილი კონსტრუქციები ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოეწყობა.
„ჩვენს ცენტრალურ მოედანზე სამუშაოები ხორციელდება „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც არის დასრულების ეტაპზე და როგორც კი დასრულდება, დაიწყება საახალწლო ღონისძიებისთვის ნაძვის ხის კონსტრუქციების აწყობა, როდის განათდება საახალწლო ილუმინაციებით ქალაქი, როდის აინთება მთავარი ნაძვის ხე, ვინ იქნებიან სტუმრები და ა.შ. საახალწლო ღონისძიების პროგრამას უახლოეს დღეებში გამოვაქვეყნებთ“,_ გვითხრა ოზურგეთის მერიის პრესსამსახურმა ნინო ბახტაძემ.
ავტორი