თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის მიხედვით, რომელიც მესამე წელია, გურიაში ხორციელდება, რეგისტრაცია ჯერ არ დასრულებულა. მოქალაქეები კი ხშირად მოგვმართავენ კითხვით, როდის დაიწყება ვაუჩერით გათვალისწინებული პესტიციდების და აგროქიმიკატების გაცემა ოზურგეთში.
_როგორც ცნობილია, თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა, მესამე წელია ხორციელდება. აპრილის ბოლომდე რეგისტრაცია დასრულდება, თუმცა დასრულებამდეც, რეგისტრაციის პარალელურად, დაიწყება სუბსიდიის გაცემა მათთვის, ვინც უკვე მოაწესრიგა დოკუმენტაცია. ვაუჩერის დარიგება, თვის ბოლომდე, რეგისტრაციის პარალელურად დაიწყება და 31 აგვისტომდე გაგრძელდება,- გვითხრეს ოზურგეთში, სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო სამსახურში.
ცნობისთვის, პროგრამის ფარგლებში სუბსიდია გაიცემა აგროქიმიკატების შესაძენად და საამისოდ ფიზიკურ პირს ჯამურად არანაკლებ 0,2 ჰა მაინც უნდა ჰქონდეს საკუთრებაში, არაუმეტეს სამი ჰექტარისა.
ავტორი