ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში, ლაშეს უბანში სოფელთან დამაკავშირებელი გზა შარშან, დიდთოვლობის დროს დაზიანდა.
როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია, მაგრამ ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, როდის დასრულდება ხიდის მშენებლობა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ოლეგ ჩხარტიშვილმა „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხიდის მშენებლობა ათ დღეში დასრულდება.
„წვიმიანი ამინდის გამო ვერ მოხერხდა საქმის ბოლომდე დასრულება. ათ დღეში დასრულდება სამშენებლო სამუშაოები“, _ გვითხრა ოლეგ ჩხარტიშვილმა.
2025 წლის დიდთოვლობამ სოფელ ჯუმათს არაერთი პრობლემა შექმნა. სოფელ ჯუმათში ადგილობრივები პრობლემების მოგვარების მოლოდინშია.
ავტორი































































