გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც სამი წელია გახსნილია, განათების გარეშეა. თუმცა, ამ ოთხზოლიანი ავტომაგისტრალის გასწვრივ გარეგანათების ბოძები დამონტაჟებულია.
გრიგოლეთი-ქობულეთის ავტობანი გრიგოლეთი-ურეკის გზას ქობულეთის შემოვლით გზასთან აკავშირებს [ეს ავტობანი, სადაც დაშვებული სიჩქარე 110 კმ/საათია, იწყება წყალწმინდაში, გაივლის ურეკის, შეკვეთილის ტერიტორიაზე და უერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, სადაც მოძრაობის სიჩქარე 70 კმ/საათამდე შეამცირეს].
ავტობანის წყალწმინდა-ხიდმაღალის მონაკვეთი კი, რომელიც მდინარე სუფსაზე გადადის, ჯერ კიდევ დაუსრულებელია.
როგორც “ბათუმელები” იუწყება, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ამბობენ, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის გზის გახსნილ მონაკვეთზე განათების ჩართვა მიმდინარე წლის ბოლომდეა დადგეგმილი.
ვრცლად: ბათუმელები
































































