წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 728 პირველკლასელი დარეგისტრირდა და უკვე შეუდგა სასწავლო პროცესს.
ამ დრომდე მათ საჩუქრად ბუქები არ გადასცემია. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის თქმით, პირველკლასელები საჩუქარს მომდევნო კვირაში მიიღებენ.
“სასწავლო კვირაში გადაეცემათ ბუქები პირველკლასელებს. ამ კუთხით ყველაფერი გარკვეულია და ბავშვები მიიღებენ კუთვნილ საჩუქარს“, _ გვითხრა ლელა იმედაშვილმა.