11 მაისიდან ყველა სახის წარმოება გაიხსნა მხოლოდ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გარდა. 18 მაისს კი გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკის ცენტრები.
„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მიმდინარე კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსაც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმლით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, _ თქვა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.
როდის გაიხსნება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიები _ ამის შესახებ ამ ეტაპზე საქართველოს მთავრობაში ზუსტ თარიღს ვერ ასახელებენ.
“ნელ-ნელა ხდება იმ რეგულაციების მოხსნა, რაც იყო დაწესებული პანდემიის დროს. თუ როდის მოხდება ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიების გახსნა, ეს დღეისთვის, არ არის გადაწყვეტილი”, _ უთხრეს “გურია ნიუსს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში.
ზუსტ თარიღს მაღაზიების გახსნაზე პრემიერ-მინისტრი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს.