ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ტრადიციული “ლელობურთის” ჩატარების თარიღი ცნობილია.
„20 აპრილს, სოფელ შუხუთში, ტრადიციული ,,ლელობურთი“ გაიმართება“, -ითქვა შეხვედრაზე, რომელიც ლანჩხუთის მერმა, მოადგილეებთან ერთად, სამსახურების უფროსებთან გამართა.
მერიისვე ინფორმაციით, ამ დღეს დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული აქტივობებიც.
ცნობისთვის, ტრადიციული ლელობურთი სოფელ შუხუთში ყოველ წელს, აღდგომის დღესასწაულზე იმართება. სოფელი ორად იყოფა – ქვემო და ზემოშუხუთელები ერთმანეთს ძალაში ეჯიბრებიან. ვის მხარესაც ერთფუთიანი (16 კილოგრამი) ბურთი წავა, გამარჯვებულიც ის არის.
2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს ტრადიცია დაირღვა.
2019 წლის ლელობურთი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი გახდა. შესაბამისი ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გამოსცა.
ავტორი