საქართველოში, ამ კვირაშიც არამდგარდი ამინდია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროცბული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“წვიმა შენარჩუნდება დღესაც, მაღალ მთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპები და თოვლია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში +15, +17 გრადუსი ფიქსირდება, აღმოსავლეთ საქართველოში თბილია კახეთის რეგიონი, ხოლო შიდა ქართლში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში საკმაოდ დაბალი ტემპერატურაა შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მოქმედი ცივი ჰაერის გამო.
ნალექის ინტენსივობა მკვეთრად შესუსტდება საღამოს საათებში. გამოიდარებს და არ არის გამორიცხული მაღალ მთიან რეგიონებში ყინვა დაფიქსირდეს, -3, -4 გრადუსი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალ მთიანეთში, ხოლო დასავლეთის მაღალ მთიანეთში -3, -1 გრადუსი.
ხვალ დღისით მზის ხარჯზე ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს მთლიანად საქართველოში. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში მოსალოდნელია +20, +22 გრადუსი, კახეთში ცოტა მეტი, +20, +23 გრადუსი, შიდა ქართლში დასავლეთ საქართველოს მსგავსად +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება და დედაქალაქშიც არ არის გამორიცხული, რომ ხვალ დღის პირველი ნახევარი უნალექო იყოს და ჰაერის ტემპერატურამაც +22 გრადუსამდე მოიმატოს, მაგრამ ეს არის მცირეხნიანი გამოდარება. 16 მაისს, ღამის საათებში კვლავ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს დასავლეთ საქართველოში, შედარებით ეგრილება. 19 მაისის დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება წვიმა, 18 მაისის ღამის საათებში კი შესაძლოა ზომიერზე მეტი ნალექი აღინიშნოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, აქ უმეტეს რაიონში ნალექი მოსალოდნელია მცხეთა-მთიანეთში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, კახეთის რეგიონში კი დროგამოშვებით ზოგან ხანმოკლე ხასიათის წვიმა იქნება”,_ ამბობს გვაზავა.