საქართველოში ორი მარტის დღის ბოლოდან გამოიდარებს, თუმცა 4 მარტიდან კვლავ ნალექია მოსალოდნელი,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ორ მარტს დღის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დღის ბოლოდან გამოიდარებს და სამ მარტს საქართველოში უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით რამდენიმე გრადუსით მოიმატებს, ხოლო ღამით დაიკლებს.
4 მარტიდან კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი მთელ საქართველოში. მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. 5 მარტს ნალექის ინტენსივობა შესუსტდება 6 მარტს კი ნალექი შეიძლება შეწყდეს. კვირის ბოლომდე მაინც არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება”,_ ამბობს გვაზავა.





























































